"გამოვიდა მთესველი სათესად, ზოგი თესლი გზისპირას დასცვივდა, გამოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს; ზოგი კლდეზე დაცვივდა, აღმოცენდა და მალე გახმა, ვინაიდან ღრმად ვერ გაიდგა ფესვი კლდეზე, ზოგი ეკალ-ბარდებში მოხვდა. გაიზარდა ეკალი და მოაშთო ყანა; ზოგი ნაყოფიერ მიწაში ცაცვივდა, გაიზარდა ყანა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო."
ამ იგავს იესო იმ ხალხს ეუბნება, ვინც მის ქადაგებას ისმენს.
იესო იგავს დასძენს:
" ვისაც ყურები აქვს სასმენად, მოისმინოს!"
მაშინ, როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს მას, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები , იესომ მიუგო:
" თქვენ მონიჭებული გაქვთ ღვთის სასუფეველის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს არა. ამიტომ იგავით ვეუბნები მათ, რადგანაც უყურებენ და ვერ ხედავენ, ისმენენ და ვერ იგებენ."
თესლი ღმერთის სიტყვაა. გზაზე დათესილი ნიშნავს ყველა იმათ, ვისაც ესმით სიტყვა ცათა სასუფევლის შესახებ და ვერ იგებენ, გონებით ვერ წვდებიან;
მიუხდება ასეთ კაცს ბოროტი და და მოსტაცებს გულში დათესილს;
კლდოვანზე დათესილი იმ კაცზე მიგვანიშნებს, ვინც ცათა სასუფევლის შესახებ ღვთის სიტყვის მოსმენის დროს მას მაშინვე დიდი სიხარულით აიტაცებს, მაგრამ სიტყვა მის გულში ღრმად ვერ იდგამს ფესვებს და როგორც კი დევნა ან გასაჭირი დაიწყება, მაშინვე ცდუნდება;
ნარ-ეკალში ჩაცვივნული თესლი არის არის ის კაცი, ვინც სიტყვას აშთობს და ის უნაყოფო ხდება;
ნაყოფიერ მიწაზე დათესილი თესლი კი არის ის კაცი, ვინც სიტყვას ისმენს და გონებით სწვდება. სწორედ ის იძლევა ასმაგ ნაყოფს."