Sunday, May 17, 2020

"მინდორში დამარხული საგანძური" - ქრისტეს იგავებიდან




"ცათა სასუფეველი იმ საგანძურსა ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა მინდორში და იქვე დამარხა. შემდეგ წავიდა გახარებული, ყველაფერი გაყიდა, რაც ჰქონდა და ის მინდორი იყიდა".

მინდორი ქვეყნიერებაა, საგანძური- ქადაგება და ქრისტეს შეცნობაა. ის ქვეყნად დაფარულია:
"ვქადაგებდეთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოებაში დაფარულს".
ის, ვინც ღმერთის შეცნობას დაეძებს,პოულობს მას, ტოვებს ყველაფერს , რაც გააჩნია და ყიდულობს მინდორს ანუ ქვეყნიერებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ქრისტე შეიცნო, მას ტავისად აქვს მთელი ქვეყანა, ყველაფრის უქონელი- ყველაფრის პატრონია. მას სტიქიონებიც კი ემონებიან და მბრძანებლობენ მათზე, როგორც ქრისტე ან მოსე"-წერს ნეტარი თეოფილაქტე.




Saturday, May 16, 2020

"მთესველი" - ქრისტეს იგავებიდან




"გამოვიდა მთესველი სათესად, ზოგი თესლი გზისპირას დასცვივდა, გამოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს; ზოგი კლდეზე დაცვივდა, აღმოცენდა და მალე გახმა, ვინაიდან ღრმად ვერ გაიდგა ფესვი კლდეზე, ზოგი ეკალ-ბარდებში მოხვდა. გაიზარდა ეკალი და მოაშთო ყანა; ზოგი ნაყოფიერ მიწაში ცაცვივდა, გაიზარდა ყანა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო."

      ამ იგავს იესო იმ ხალხს ეუბნება, ვინც მის ქადაგებას ისმენს.
იესო იგავს დასძენს:

" ვისაც ყურები აქვს სასმენად, მოისმინოს!"

მაშინ, როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს მას, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები , იესომ მიუგო:

" თქვენ მონიჭებული გაქვთ ღვთის სასუფეველის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს არა. ამიტომ იგავით ვეუბნები მათ, რადგანაც უყურებენ და ვერ ხედავენ, ისმენენ და ვერ იგებენ."

      თესლი ღმერთის სიტყვაა. გზაზე დათესილი ნიშნავს ყველა იმათ, ვისაც ესმით სიტყვა ცათა სასუფევლის შესახებ და ვერ იგებენ, გონებით ვერ წვდებიან; 
მიუხდება ასეთ კაცს ბოროტი და და მოსტაცებს გულში დათესილს;

კლდოვანზე დათესილი იმ კაცზე მიგვანიშნებს, ვინც ცათა სასუფევლის შესახებ ღვთის სიტყვის მოსმენის დროს  მას მაშინვე დიდი სიხარულით აიტაცებს, მაგრამ სიტყვა მის გულში ღრმად ვერ იდგამს ფესვებს და როგორც კი დევნა ან გასაჭირი დაიწყება, მაშინვე ცდუნდება;

ნარ-ეკალში ჩაცვივნული თესლი არის არის ის კაცი, ვინც სიტყვას აშთობს და ის უნაყოფო ხდება;

ნაყოფიერ  მიწაზე დათესილი თესლი კი არის ის კაცი, ვინც სიტყვას ისმენს და გონებით სწვდება. სწორედ ის იძლევა ასმაგ ნაყოფს."



"ანთებული სანთელი" - ქრისტეს იგავებიდან

"სანთელს რომ აანთებენ , ხვამირის ქვეს არა დგამენ , არამედ სასანთლეზე, რათა გაუნათოს ყველას, ვინც შინ არის." 

იესო ამ სიტყვებით თავის მოწაფეებს მიმართავს, რომელნიც მის ქადაგებას ისმენენ , კოპერნაუმის მახლობლად. იგი მათ ანთებულ სანთელს ადარებს და დასძენს:

" ასევე ბრწინავდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა იხილონ მათ თქვენი კეთილი საქმენი და  და ადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას".

სინათლეზე როცა მსჯელობს იესო, იგი მოწაფეებს მოაგონებს, რომ კაცის გული ნათელი და წმინდა უნდა იყოს:

" სხეულის სანთელი შენითვალი. თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება, თუ შენი სხეული ბოროტია , შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამიტომ ნახე, რა არის შენში: 

ნათელი თუ ბნელი?


"მინდორში დამარხული საგანძური" - ქრისტეს იგავებიდან

"ცათა სასუფეველი იმ საგანძურსა ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა მინდორში და იქვე დამარხა. შემდეგ წავიდა გახარებული, ყველაფერი გაყიდა...